ბრინჯაოს ლიგაში პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია!

ყველა სიახლე
08 მარტი 2020

ბრინჯაოს ლიგაში პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს. ბრინჯაოს ლიგაში პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა.

სათამაშო დღის სასტარტო მატჩში ბაქსვუდმა მეიჯერელს განმეორებით შეხვედრაში კომფორტული უპირატესობით 7:2 სძლია. ალიკ სარქისიანმა მეოთხე წუთზე ბაქსვუდი დააწინაურა, მეორე ტაიმის სტარტზე კი დუბლი გაიფორმა. ორ-ორი ბურთია თენგიზ უგრეხელიძისა და დავით ლომაიას ანგარიშზეც. შეგახსენებთ, რომ მათი პირველი შეხვედრაც ბაქსვუდის სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.

ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ბაქსვუდი ენერგო-პროსა და ნაბეღლავის გამარჯვებულის გაეჯიბრება.

დღის განმავლობაში გაირკვევა ბრინჯაოს ლიგის მეორე წყვილისა და სუპერლიგის ნახევარფინალისტების ვინაობა. ოქროს ლიგაში რეგულარული სეზონის დასკვნითი დაპირისპირებები გაიმართება, ვერცხლის ლიგაში კი პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის მატჩი შედგება.



  © SBM, 2016-2024