თელასმა ილიაუნი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
06 მარტი 2020

თელასმა ილიაუნი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ მატჩში თელასი ილიაუნის დაუპირისპირდა და 4:1 იმარჯვა.

თელასს მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი სწორედ ილიაუნისთან აქვს. მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. „ენერგეტიკოსებმა“ გიორგი ტიკურიშვილის გოლით პირველ ტაიმში მინიმალური უპირატესობა მოიპოვეს, თამაშის განახლების შემდგომ კი ვახტანგ ჯვარაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ერთი ბურთის გაქვითვა ომარ ასაშვილმა შეძლო, თუმცა გიორგი ტიკურიშვილმა კიდევ ორი გოლი მიითვალა და თელასმა ილიაუნის საბოლოოდ 4:1 სძლია.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ვახტანგ ჯვარაშვილი, თელასი:“პირველ რიგში, მინდა შევაქო ილიაუნის ბიჭები. პირველი წელია, რაც უმაღლეს ლიგაში გამოდიან და ძალიან კარგ თამაშს აჩვენებენ. ველოდით ასეთ დაძაბულ მატჩს, ვიცოდით, რომ იოლი გასეირნება არ იქნებოდა. პირველ ტაიმში სწრაფი გოლი ვერ გავიტანეთ, რამაც იმოქმედა შეხვედრის ხასიათზე. ჩვენი უპირატესობა რამდენიმეწუთიან ინტერვალში გამოიხატა, როცა ორი გოლი გავიტანეთ, სხვა მხრივ თანაბარი თამაში იყო.“

ომარ ასაშვილი, ილიაუნი:“მოწინააღმდეგე გუნდს მადლობას ვუხდი ასეთი კარგი თამაშისთვის. დაძაბული შეხვედრა იყო. მაქსიმუმი გავაკეთეთ ქულების ასაღებად, მაგრამ თელასი ბევრად გამოცდილი და ძლიერი გუნდია, დღეს ეს ყველაფერი დაამტკიცეს.“

ფუტსალის ლიგის მეთერთმეტე ტურის დასკვნითი მატჩი 7 მარტს ქუთასის სპორტის სასახლეში ადგილობრივ მართვესა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024