კსუ-მ UG-სთან დიდი ანგარიშით იმარჯვა!

ყველა სიახლე
06 მარტი 2020

კსუ-მ UG-სთან დიდი ანგარიშით იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტური საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაპირისპირებით გაგრძელდა.

„საუნივერსიტეტო დერბი“ თავიდანვე კსუ-ს უპირატესობით წარიმართა, გუნდი მალევე წინ გავიდა. მეორე ტაიმის ერთწუთიან ინტერვალში კსუ-მ სამი გოლის გატანა შეძლო, მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა და საბოლოოდ UG დიდი ანგარიშით 11:2 დაამარხცა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ნიკა მანგოშვილის სახელზე ოთხი ბურთია, დუბლი დაიფორმა ნიკა ოთინაშვილმა.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურის დასკვნით მატჩში გორი შეეცდება პსპ-ს პირველი ქულები დააკარგვინოს. თბილისის ოლიმპიური სასახლე დღეს ასევე ფუტსალის ლიგის შეხვედრებსაც უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024