"ძალოვნებმა" სფფ-სთან იმარჯვეს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე სუპერლიგით დასრულდა. პირველი მეოთხედფინალური შეხვედრების დასკვნით მატჩში ერთმანეთს პატრული და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუპირისპირდნენ. ოცდამეტერთმეტე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, თუმცა რამაზ ჯონჯუამ დუბლი გაიფორმა და „ძალოვნები“ მნიშვნელოვნად დააწინაურა. შეხვედრის დასრულებამდე პატრულმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და მეტოქე საბოლოოდ 5:1 დაამარცხა.
პლეიოფის სხვა შეხვედრაში საქართველოს ფოსტა და მაესტრო დაძაბულ ბრძოლაში ფრეზე გაიყარნენ. მატჩის პირველმა ნახევარმა გოლის გარეშე ჩაიარა. ფოსტამ თამაშის განახლების შემდგომ გიორგი ხმალაძისა და გიორგი ხაჩოშვილის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა დავით კაკუბერმა და თორნიკე ბახტაძემ სხვაობა სრულად აღმოფხვრეს.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები თბილსის ოლიმპიურ სასახლეში 8 მარტს გაიმართება.