პსპ ნახევარფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდა!
ყველა სიახლესუპერლიგაში მეოთხედფინალები პსპ-სა და შემოსავლების სამსახურის დაპირისპირებით გაგრძელდა. „ფარმაცევტებმა“ პირველი ტაიმი მირიან მირგატიას გოლით მინიმალური უპირატესობით ჩაამთავრეს, თამაშის ბოლო ათ წუთში ზუკა გარსევანიშვილმა დუბლი გაიფორმა, გურამ გოგიჩაიშვილმა კი აქტივში ერთი გოლი მიითვალა. მეტოქის რიგებიდან დავით მეკოკიშვილმა სხვაობა ერთი ბურთით შეამცირა და RS საბოლოოდ 4:1 დამარცხდა.
ვერცხლის ლიგაში ICR-სა და ევროპაბეთის დაპირისპირება „ბუკმეიკერების“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს ორწუთიან ინტერვალში ირაკლი ხარებავამ და გიორგი ლუკავამ გუნდი დააწინაურეს. კოკი ბაქრაძემ მხოლოდ მეორმოცე წუთზე შეძლო ერთი გოლის გაქვითვა და ICR-მა პირველი მეოთხედფინალი მინიმალური სხვაობით დათმო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
მირიან მირგატია, პსპ:“ანგარიში არ მეტყველებს თამაშის დაძაბულობაზე. მარტივი შეხვედრა არ ყოფილა. მეტოქესთან შედარებით, დეტალებზე მეტად ორიენტირებულები ვიყავით, ნაკლები შეცდომა დავუშვით, რის ხარჯზეც გამარჯვება მოვიპოვეთ. რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, კაპიტანიც არ გვყავდა, თუმცა იგი შემდეგ თამაშში დაგვიბრუნდება და უფრო გაძლიერებულები ვიქნებით.“
სუპერლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები საქართველოს ფოსტა-მაესტროსა და პატრული-სფფ-ს დაპირისპირებით დასრულდება.