უხვგოლიან შეხვედრაში ნატახტარმა კროკობეთს სძლია!
ყველა სიახლესუპერლიგაში მეოთხედფინალებმა სტარტი რეგულარული სეზონის პირველადგილოსანი არმიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაპირისპირებით აიღო.
შეხვედრაში ანგარიში ირალი ლატარიამ მეექვსე წუთზე „ძალოვნების“ სასარგებლოდ გახსნა, ტაიმის დასრულებამდე ნიკოლოზ უგრეხელიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. თამაშის განახლებიდან მალევე დიმიტრი დემურაშვილმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა TTC-მ მატჩის ბედი მეტად ვეღარ შეცვალა და 2:1 დამარცხდა.
ოქროს ლიგის მეათე ტურში ნატახტარისა და კროკობეთის უხვგოლიანი შეხვედრა ნატახტარის გამარჯვებით 6:5 დასრულდა. „ბუკმეიკერებს“ მეტოქემ ანგარიში ორჯერ გაუთანაბრა და ბოლო წუთზე დაწინაურებაც შეძლო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლით გიორგი ყაზარაშვილი გამოირჩა. ამ შედეგით ნატახტარმა პლეიოფის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლისა და სუპერლიგის მეოთხედფინალური შეხვედრები გრძელდება.