დრამატულ მეოთხედფინალში CAI-მ ავერსი დაამარცხა!
ყველა სიახლევერცხლის ლიგის მეოთხედფინალები ავერსისა და კავკასიის ავტოიმპორტის დრამატული მატჩით გაგრძელდა. მთლიანი თამაში ინტენსიური დინამიკით გამოირჩა. გუნდებმა მომენტები ბევრჯერ გაცვალეს, თუმცა მოთამაშეებმა აქტივში მხოლოდ ყვითელი ბარათები მიითვალეს. შეხვედრა უგოლო ფრედ სრულდებოდა, სანამ საფინალო სირენას გიორგი მაჩხანელის გოლი არ მოჰყვა, რომელმაც CAI-ს გამარჯვება მოუტანა (1:0).
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ანზორ ნადირაძე, ავერსი:”დაძაბული მატჩი იყო. ჩვენი სცენარით მიდიოდა თამაში. დღეს ჩვენი ტაქტიკა კონტრშეტევებზე ორიენტირება იყო. თავს ვიცავდით და შანსს ველოდებით, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ მომენტები. ახალგაზრდა მეტოქე გვყავდა, რაც ჩვენთვის სირთულეს წარმოადგენდა. მეორე შეხვედრა წინაა და ჩვენს შეცდომებს გავაანალიზებთ.“
გიორგი მაჩხანელი, CAI:”ავერსთან რეგულარული სეზონის მატჩში დიდი ანგარიშით ვიმარჯვეთ, დღეს ფავორიტები ჩვენ ვიყავით და მეტოქისგან ასეთ ბრძოლას ნამდვილად არ ველოდით. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ. თანაბარი თამაში იყო და გამარჯვება ბოლო წამზე გუნდურობით მოვიპოვეთ. ჩვენი მაქსიმუმი არ გვიჩვენებია და განმეორებითი შეხვედრისთვის უკეთ მოვეზადებით.“
ვერცხლის ლიგის სხვა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ICR ევროპაბეთს დაუპირისპირდება.