ვერცხლის ლიგაში პლეიოფი ლიბერთის გამარჯვებით დაიწყო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასხლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს.
ოქროს ლიგის მეათე ტურში ვითიბი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მატჩი 3:2 დათმო. თორნიკე დარსალიას სწრაფ გოლს სფფ-ს რიგებიდან დავით სირაძემ და შოთა კუციამ მალევე უპასუხეს. მეორე ტაიმში ზურა შერაზადიშვილმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა თამაშის მიწურულს დავით სირაძემ დუბლი გაიფორმა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
სათამაშო დღე ვერცხლის ლიგით დაიწყო, სადაც სტარტი მეოთხედფინალებმა აიღო. ლიბერთი ბანკისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის მატჩი „ბანკირების“ მინიმალური უპირატესობით წარიმართა. მეთოთხმეტე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლი გიორგი გაგუას ანგარიშზეა, რითაც ლიბერთიმ 1:0 იმარჯვა.
დღის განმავლობაში გაგრძელდება ვერცხლისა და ოქროს ლიგის შეხვედრები. საპლეიოფო დაპირისპირებები დაიწყება სუპერლიგაშიც.