ფოსტამ და პსპ-მ რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულეს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები მიმდინარეობს. სუპერლიგაში მეექვსე ტურის გადადებული მატჩები გაიმართა.
პსპ-სა და მაესტროს დაპირისპირება “ფარმაცევტების“ სრული უპირატესობით წარიმართა და 7:3 დასრულდა. თემო კვირკელიამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. ზუკა გარსევანიშვილის ანგარიშზე დუბლი და ორი საგოლე გადაცემაა. ამ შედეგით პსპ-მ პლიეოფის წინ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ტურის სხვა შეხვედრაში შემოსავლების სამსახური საქართველოს ფოსტასთან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა. ორწუთიან ინტერვალში თამაშში ანგარიში ორჯერ გათანაბრდა, ფოსტამ საბოლოოდ მოახერხა წინ გასვლა და სამი ქულის მოპოვება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ზუკა გარსევანიშვილი, პსპ: „დღევანდელ მატჩში სწრაფი გოლები დაგვეხმარა უპირატესობის მოპოვებაში. პლეიოფის წინ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეოთხედფინალებს კარგი განწყობით ვხვდებით და ვფიქრობთ, რომ კარგ ფორმაში ვართ. წელსაც აუცილებლად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. მაესტროსაც წარმატებებს ვუსურვებ ჩემპიონატში.“
სათამაშო დღის შემდეგ სუპერლიგაში ერთი მეოთხედფინალური წყვილის ვინაობა გახდა ცნობილი - საქართველოს ფოსტა VS მაესტრო. დანარჩენი 28 თებერვალს არმიასა და პატრულის დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.