ნატახტარმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა!

ყველა სიახლე
23 თებერვალი 2020

ნატახტარმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა!

ბრინჯაოს ლიგაში მეოთხედფინალური შეხვედრები ნაბეღლავისა და ენერგო-პროს დაპირიპსირებით გაგრძელდა. ენერგო-პრომ კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 2:0 სძლია. გოლები გრიგოლ გიორგობიანისა და გივი ნაკანის ანგარიშზეა.

ოქროს ლიგის მეცხრე ტურში ნატახტარმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. ნაბეღლავი შეხვედრის მეხუთე წუთზე დაწინაურდა. სფფ-მ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა. მეორე ნახევარში სხვაობა ორბურთიანი გახდა, ფედერაციამ მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო და საბოლოოდ 3:2 დამარცხდა. ნაბეღლავის რიგებიდან დუბლი გიორგი ყაზარაშვილმა გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ყაზარაშვილი, ნატახტარი: „ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. ჩვენ და VTB პლეიოფში გამსვლელი პოზიციისთვის ვიბრძვით და ამ მოგებით მნიშნელოვნად დავწინაურდით. დღევანდელი მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებოდით. მეტოქეს მეტი მოძრაობის ხარჯზე ვაჯობეთ, შედარებით მაინც ახალგაზრდები ვართ და ეს უპირატესობა გამოვიყენეთ, იმედია მათთან შეხვედრის საშუალება კიდევ გვექნება.“

დღის ბოლომდე სუპერლიგაში მეექვსე ტურის გადადებული მატჩები გაიმართება. ბრინჯაოს ლიგაში კი მეოთხედფინალების პირველი შეხვედრები დასრულდება.



  © SBM, 2016-2024