ქართუმ პლეიოფის პირველ შეხვედრაში იმარჯვა!

ყველა სიახლე
23 თებერვალი 2020

ქართუმ პლეიოფის პირველ შეხვედრაში იმარჯვა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს.

სუპერლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. არმიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი გიგა ბერიას სახელზეა.

ბრინჯაოს ლიგაში მეოთხედფინალები ბანკი ქართუსა და ბეთლაივის დაპირისპირებით დაიწყო. დაძაბულ მატჩში ანგარიში ლევან აბრამიშვილმა გახსნა და „ბუკმეიკერები“ დააწინაურა. იაკობ გოგოლაძემ ოცდამეშვიდე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მალევე „ბანკირები“ ნიკოლოზ თოდუას გოლით წინ გავიდნენ და ქართუმ პლეიოფის პირველ შეხვედრაში 2:1 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლევან აბრამიშვილი, ბეთლაივი:“რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი სწორედ ქართუსთან გვქონდა და 6:3 დავთმეთ. დღეს ბევრად დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. გამოვასწორეთ რაღაც ხარვეზები, რაც თამაშში გამოჩნდა, თუმცა მეტოქემ ანგარიშის შემოტრიალება შეძლო. მეორე მატჩი წინ გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სერიაში წონასწორობა აღვადგინოთ და ნახევარფინალშიც გავიდეთ.“

დავით აბეჩხრიშვილი, ქართუ: „შეხვედრა რომ შევაჯამოთ, თავიდან მეტოქე ცოტა აგრესიული იყო, ქაოსი იგრძნობოდა. საბოლოოდ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ ეს ყველაფერი და მოწინააღმდეგე გავტეხეთ. პირველ ბურთს გამარჯვების გოლი მალევე მოჰყვა. შევეცდებით შევინარჩუნოთ ეს უპირატესობა.“

ბრინჯაოს ლიგის სხვა მეოთხედფინალურ შეხვედრებში ნაბეღლავი ენერგო-პროს ეთამაშება, დიპლომატ ჯორჯია კი მტკვარი ენერჯის. დასკვნითი მატჩი ბაქსვუდსა და მეიჯერელს შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024