თსუ 2-ის იოლი გამარჯვება UG-სთან!

ყველა სიახლე
21 თებერვალი 2020

თსუ 2-ის იოლი გამარჯვება UG-სთან!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის მეცხრე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

სასტარტო მატჩში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტი და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. UG მესამე წუთზე დაწინაურდა, თუმცა მოწინააღმდეგემ წონასწორობა მალევე აღადგინა და შემდეგ სხვაობა საგრძნობლად გაიზარდა. თსუ 2-მა მეტოქე საბოლოოდ 8:3 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დავით ხეჩიკაშვილმა და გიორგი ჯოხაძემ დუბლი გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით ხეჩიკაშვილი, თსუ 2: „დღეს მწვრნთელის დავალებები ზუსტად შევასრულეთ. თავიდან ცოტა არეული ვიყავით, მაგრამ შემდეგ მოვბილიზდით. არასდროს ვნებდებით და ამან შედეგი გამოიღო. თითოეული მოთამაშის ძალისხმევა ჩანდა დღევანდელ შეხვედრაში და მონდომება დაგვიფასდა.“

მეცხრე ტურის სხვა მატჩი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გორს შორის გაიმართება. დასკვნით შეხვედრაში კი პსპ ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024