"ბუკმეიკერებმა" ნატახტართან სამი ქულა აიღეს!

ყველა სიახლე
16 თებერვალი 2020

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები გრძელდება.

ოქროს ლიგაში აჭარაბეთისა და ნატახტარის დაპირისპირება მათი პირველი თამაშისგან განსხვავებულად წარიმართა. აჭარაბეთმა მეტოქე სამბურთიანი უპირატესობით, ანგარიშით 5:2 დაამარცხა. „ბუკმეიკერთა“ რიგებიდან დუბლით და ორი საგოლე გადაცემით თორნიკე კვიტატიანი გამოირჩა.

ვერცხლის ლიგაში ავერსმა სახელმწიფო ელექტროსისტემას 3:2 სძლია. „ფარმაცევტები“ ოცდამეთექვსმეტე წუთამდე უპირობოდ ლიდერობდნენ, თუმცა ვლადიმერერ ფოფხაძემ დუბლი გაიფორმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

სუპერლიგის მეშვიდე ტური არმიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაძაბული შეხვედრით დაიწყო. თამაშში ანგარიში გიორგი დათაშვილმა TTC-ს სასარგებლოდ გახსნა. მალევე, ირაკლი ლატარიამ გოლითვე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. „ძალოვნებმა“ ოცდამეჩვიდმეტე წუთზე გოგა ბარბაქაძის გოლით საბოლოოდ 2:1 იმარჯვეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ალექსანდრე ღვინიაშვილი, აჭარაბეთი: „ოქროს ლიგაში ნატახტარი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდია და მათთან შესახვედრად ყოველთვის მობილიზებით ვემზადებით. პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წავაგეთ და დღესაც ველოდით, რომ რთული თამაში გვექნობდა, თუმცა ჩვენი მონდომების წყალობით შედარებით მარტივად მოვახერხეთ სამი ქულის აღება.“

ბრინჯაოსა და ვერცხლის ლიგაში რეგულარული სეზონის თითო მატჩია დარჩენილი, სუპერლიგაში კი მეშვიდე ტურის შეხვედრები გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024