ICR და ლიბერთი დაძაბულ ბრძოლაში ფრეზე გაიყარნენ!
ყველა სიახლევერცხლის ლიგაში წრიული ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
ICR-სა და ლიბერთი ბანკის დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში ზურაბ შერმადინის გოლს „ბანკირების“ რიგებიდან ერთ წუთში თორნიკე წინწკალაძემ უპასუხა და მას შემდეგ თამაშში გოლი აღარ გასულა. ორივე გუნდი გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში ერთი პოზიციით წინ ინცვლებდა, მაგრამ ამ შედეგით კვლავ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფენ.
სასტარტო მატჩში კავკასიის ავტოიმპორტმა ჰუავეისთან მინიმალური სხვაობით 3:2 იმარჯვა და ლიდერის პოზიცია გაიმყარა. CAI-ს რიგებიდან ლაშა ჯოხაძემ დუბლი გაიფორმა, ვიტალი ხუდოიანი კი გუნდს გამარჯვებაში ერთი გოლით დაეხმარა. ლაშა ჯანელიძემ ორი შვიდმეტრიანი ზუსტად შეასრულა, თუმცა ჰუავეიმ წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხა და მომდევნო ეტაპს მეშვიდე ადგილით ხვდება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
შოთა ბათილაშვილი, ICR: “ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქე ძალიან კარგად იცავდა თავს. რაღაცები არ გამოგვივიდა ისე, როგორც ვგეგმავდით. მოგება გვინდოდა, თუმცა ვინც არ უნდა შეგვხვდეს პლეიოფში, ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
თორნიკე წინწკალაძე, ლიბერთი:“სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რაც დაძაბულობაშიც აისახა. ორივე გუნდს გვქონდა შანსები, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მსაჯებმა ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს - გოლი არ ჩაგვითვალეს, მნიშვნელოვან მომენტებში ჯარიმები დაგვიდეს - ამ ყველაფერმა შედეგზე გავლენა იქონია. მომდევნო ეტაპისთვის უკეთ მოვემზადებით.“
ვერცხლის ლიგაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ კავკასიის ავტოიმპორტისა და ავერსის წყვილია ცნობილი. დანარჩენის ვინაობა GSE-ავერსისა და ევროპაბეთი-საქართველოს ბანკის დაპირისპირების შემდეგ გაიკრვევა.