დიპლომატ ჯორჯიამ რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს. ბრინჯაოსა და ვერცხლის ლიგაში დღეს რეგულარული სეზონის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება და პლეი ოფის წყვილების ვინაობა ცნობილი გახდება.
სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგით დაიწყო. დიპლომატ ჯორჯიამ მეიჯერელთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 3:0 სძლია. შეხვედრაში ანგარიში მესამე წუთზე ირაკლი გოგინაშვილმა გახსნა. ტაიმის დასრულებამდე ჯაბა ხანიაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ირაკლი გოგინაშვილმა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ მოგებით დიპლომატ ჯორჯიამ ბრინჯაოს ლიგის რეგულარულ სეზონში მეორე ადგილი გაინაღდა.
ბრინჯაოს ლიგის მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩში ბანკი ქართუ მატკვარი-ენერჯის დაუპირისპირდება.
ვერცხლის ლიგაში პლეი ოფის წყვილები კავკასიის ავტოიმპორტი-ჰუავეის, ICR-ლიბერთი ბანკის, GSE-ავერსისა და ევროპაბეთი-საქართველოს ბანკის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს ასევე ოქროსა და სუპერლიგის მატჩები გაიმართება.