ბუკმეიკერთა დაძაბულ დერბიში კროკობეთმა იმარჯვა!

ყველა სიახლე
09 თებერვალი 2020

ბუკმეიკერთა დაძაბულ დერბიში კროკობეთმა იმარჯვა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაპირისპირდებით დასრულდა.

სუპერლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში სფფ-მ მეტოქე დიდი ანგარიშით 7:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები აიღო. გამარჯვებული გუნდიდან ალექსანდრე ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ ორ-ორი ბურთი მიითვალეს.

მეშვიდე ტურის შეხვედრა გაიმართა ოქროს ლიგაში. ერთმანეთს აჭარაბეთი და კროკობეთი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ დერბიში ანგარიში თორნიკე კვიტატიანმა აჭარაბეთის სასარგებლოდ მეხუთე წუთზე გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში მის გოლს ლევან კუჭაშვილმა უპასუხა. თამაშის დასრულებამდე კი ლევან კოპალიანმა საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა და კროკოს გამარჯვება მოუტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თორნიკე კვიტატიანი, აჭარაბეთი:“საკმაოდ მნიშვნელოვან მეტოქესთან გვქონდა შეხვედრა. სატურნირო ცხრილს ლიდერობენ და ამ შედგის შემდეგ გაგვიჭირდება პირველ ადგილზე გადანაცვლება. ერთადერთი მიზეზი, რატომაც წავაგეთ, გამოუყენებელი მომენტებია, რის გამოც მოწინააღმდეგემ დაგვსაჯა და გაგვიჭირდა შემდეგ თამაშის მოტრიალება.“

ლევან კოპალიანი, კროკობეთი: „პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები მეტოქემ არ გვაპატია. შესვენებაზე მოვიკრიბეთ ძალები, თამაშის განახლების შემდეგ უფრო მოვბილიზდით. მნიშვნელოვან მომენტებში ბოლომდე დავიხარჯეთ, რაც დაგვიფასდა.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები 16 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024