ქართუმ ბეთლაივს დამაჯერებლად სძლია!
ყველა სიახლებრინჯაოს ლიგაში მეშვიდე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ბეთლაივისა და ბანკი ქართუს შეხვედრა „ბანკირების“ უპირატესობით 6:3 წარიმართა. იაკობ გოგოლაძე გუნდს გამარჯვებაში სამი გოლით დაეხმარა. ლევან აბრამიშვილმა მეორე ტაიმის ერთწუთიან ინტერვალში სხვაობა სამამდე დუბლით შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში „ბუკმეიკერებმა“ ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს.
ოქროს ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში ვითიბი ნატახტარს დაუპირისპირდა. გუნდები დაძაბული თამაშის შემდეგ უგოლო ფრეზე გაიყარნენ. „ბანკირებმა“ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მეტოქესაც ჰქონდა დაწინაურების შანსი, მაგრამ მატჩი საბოლოოდ 0:0 დასრულდა.
Sbm.ge გთავზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
იაკობ გოგოლაძე, ქართუ: „არ ველოდით ასეთი მომზადებული თუ ინქებოდა მეტოქე. თანაბარი თამაში იყო თავიდან, ცოტა გაგვიჭირდა. საბედნიეროდ, დაგეგმილი სამი ქულა ავიღეთ. ჩვენი თამაშის სტილი უფრო უკნიდან თამაში იყო, კონტრშეტევებზე ავეწყვეთ. სამი ბურთი გავუშვით, რაც ბევრია და პლეი ოფისთვის დაცვაში თამაში უნდა გამოვასწოროთ.“
ვატო მაჭავარიანი, VTB: “ორივე ერთი დონის გუნდები ვართ, თან ქულებიც ერთნაირად გვჭირდებოდა, აქედან გამომდინარე, შედეგი ლოგიკურად მეჩვენება. ფრე საუკეთესო ვარიანტი არ იყო, მაგრამ წაგებას სჯობს. შესაბამის დონეზე არ ვიყავით მომზადებულები და ეს შედეგი მივიღეთ.“
გიორგი ყაზარაშვილი, ნატახტარი: „ვითიბისთან ჩვენი თამაში მრავალწლიან ისტორიას ითვლის. ყოველთვის პრინციპული მეტოქე იყო და ვიცოდით, რომ დაძაბული შეხვედრა იქნებოდა. ორივე გუნდს დაგვეტყო დაღლილობა, ზამთრის შესვენების შემდეგ პირველი მატჩი იყო. ქულები დავკარგეთ, მაგრამ წინ კიდევ არის თამაშები.“
ოქროს ლიგაში დღეს აჭარაბეთი კროკობეთს ხვდება, სუპერლიგაში კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მატჩი გაიმართება.
ბრინჯაოს ლიგაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ნაბეღლავისა და ენერგო-პროს საპლეოფო წყვილი გამოვლინდა, დანარჩენის ვინაობა 16 თებრვალს გახდება ცნობილი.