პსპ-ს ზედიზედ მეშვიდე მოგება!

ყველა სიახლე
07 თებერვალი 2020

პსპ-ს ზედიზედ მეშვიდე მოგება!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. დასკვნით მატჩში ერთმანეთს უდანაკარგოდ მოასპარეზე პსპ და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე მყოფი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ.

დაძაბული შეხვედრა თავიდანვე „ფარმაცევტების“ უპირატესობით წარიმართა. ლუკა ფარცვანიას დუბლით კსუ-მ წინასწორობა აღადგინა. ლევან სვანიძემ ოცდამეჩვიდმეტე წუთზე მეორე გოლი ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან შეაგდო და საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირა. პსპ ამ მოგებით თავის წაუგებელ სერიას განაგრძობს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს მყარად ინარჩუნებს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდეგ კომენტარებს:

ლუკა ფარცვანია, კსუ: „ვიცოდით, რომ ასეთი დაძაბული თამაში იქნებოდა. ბევრი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამისთვის დავისაჯეთ. ძლიერი მეტოქე გვყავდა, პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მას შემდეგ ახალი მოთამაშეებიც დავიმატეთ, გავძლიერდით და ეს თამაშსაც დაეტყო.“

ლევან სვანიძე, პსპ: „ამგვარი დაპირისპირების მოლოდინი ნამდვილად გვქონდა. რაღაც მომენტებში გაგვიმართლა და კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება შევძელით. შედარებით ნაკლები რაოდენობის მოთამაშეები გვყავს, ამიტომაც გაგვიჭირდა დღეს სამი ქულის მოპოვება.“

ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტური 14 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024