ილიაუნიმ თსუ პირველად დაამარცხა!

ყველა სიახლე
07 თებერვალი 2020

ილიაუნიმ თსუ პირველად დაამარცხა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეშვიდე ტური ილიაუნისა და თსუ-ს დაპირისპირებით დაიწყო.

„საუნივერსიტეტო დერბი“ ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ილიაუნიმ ანგარიში პირველ ტაიმში გიორგი კურტანიძის გოლით გახსნა, ოცდამეთერთმეტე წუთზე კი ნიკა გვზავამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. თსუ-მ ბოლო ათი წუთი ჯარიმების ლიმიტში გაატარა და ერთი ბურთის გაქვითვა მურთაზ კაკაბაძის გოლით შეძლო. მატჩი საბოლოოდ 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ილიაუნიმ ზედიზედ მეხუთე მოგება მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

მიხეილ თევზაძე, თსუ:“ანგარიშზეც აისახა, რომ ძალიან დაძაბული და რთული თამაში იყო. ჩემი აზრით, მოწინააღმდეგე გუნდს უფრო გაუმართლა. ილიაუნისგან განსხვავებით, ჩვენ ვერ შევძელით შექმნილი მომენტების გამოყენება და დავმარცხდით.“

თეიმურაზ ექიზაშვილი, ილიაუნი:„დღეს გუნდის თითოეული წევრის თავდადება ჩანდა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. თსუ ჩვენი პრინციპული მეტოქეა და ძალიან სასიხარულოა, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ.“

ფუტსალის ლიგის მეშვიდე ტური 8 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024