გორის სენსაციური გამარჯვება თსუ 2-თან!

ყველა სიახლე
07 თებერვალი 2020

გორის სენსაციური გამარჯვება თსუ 2-თან!

ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის შეხვედრაში მოვლენები მოულოდნელად განვითარდა და გორმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია თსუ 2-თან გამარჯვებით დაასრულა.

„უნივერსიტეტელებმა“ მეტოქეს მთელი თამაშის განმავლობაში გოლი ვერ გაუტანეს და თავიანთ კარში ხუთი ბურთი მიიღეს. გორი მეთხუთმეტე წუთზე იოსებ მამაგულაშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმში სპარტაკ ლომიძემ დუბლი გაიფორმა, გიორგი მჭედლიშვილმა და დავით ტლაშაზემ კი თითო ბურთი მიითვალეს და გორმა თსუ 2 5:0 დაამარცხა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდეგ კომენტარს:

სპარტაკ ლომიძე, გორი: „ძალიან დიდი მოტივაციით ვიყავით ამ თამაშისთვის განწყობილი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეგო. ყველამ იცის, რომ ჩვენი დღევანდელი მეტოქე ძალიან გამოცდილი და ძლიერია, თამაშისთვისაც მზად იყვნენ. ახალი წევრები გვყავს გუნდში, რომლებმაც განსაკუთრებულად მოინდომეს.“

ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის დასკვნით მატცში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პსპ-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024