ევროპის უნივერსიტეტს UG-სთან სამი ქულის აღება გაუჭირდა!

ყველა სიახლე
07 თებერვალი 2020

ევროპის უნივერსიტეტს UG-სთან სამი ქულის აღება გაუჭირდა!

თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეშვიდე ტურის შეხვედრებს მასპნძლობს.

ფუტსალის ლიგა 2 საქართველოს უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის დაპირისპირებით დაიწო. „საუნივერსიტეტო დერბი“ დაძაბულად წარიმართა. UG-მ შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, თუმცა ოცდამეცხრე წუთზე გიორგი კუპრეიშვილმა მეორე გოლიც შეაგდო და EU მნიშვნელოვნად დააწინაურა. საქართველოს უნივერსიტეტმა ლევან ნარიმანიძის დუბლით მაინც მოახერხა სხვაობის მინიმუმადე შემცირება და საბოლოოდ 6:5 დამარცხდა. ორ-ორი ბურთია ლევან პავლიაშვილისა (UG) და საბა ხაზალიას (EU) ანგარიშზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლევან ნარიმანიძე, UG: “მართლაც დაძაბული თამაში იყო. რთული და გამოცდილი მეტოქე გვყავდა. ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს შეუთამაშებლობა გხლდათ - სატრანსფერო პერიოდის შემდეგ გარკვეული სიახლეები გვაქვს და მომავალში გამოვასწორებთ ამ საკითხს. ვარჯიშების დახმარებით თამაშის ხარისხს გავზრდით.“

საბა ხაზალია, EU: “დაგეგმილი სამი ქულა ავიღეთ, მაგრამ იმ თამაშით, რაც ვაჩვენეთ, შორს ვერ წავალთ. 5:2-ის შემდეგ ნამდვილად არ ველოდით, რომ ასე დაიძაბებოდა შეხვედრა. ბოლოს დრო აღარ დარჩათ, თორემ აუცილებლად გაგვიტანდნენ.“

მეშვიდე ტურის სხვა მატჩებში თსუ 2 გორს შეხვდება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი პსპ-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024