პატრული უდანაკარგოდ ასპარეზობას განაგრძობს!

ყველა სიახლე
02 თებერვალი 2020

პატრული უდანაკარგოდ ასპარეზობას განაგრძობს!

სუპერლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში პატრულმა თავისი წაუგებელი სერია გააგრძელა და ამჯერად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან იმარჯვა. ოთარ კუხალეიშვილის გოლს სფფ-ს რიგებიდან ლევან კობიაშვილმა დუბლით უპასუხა. გიორგი ჭანტურიამ წონასწორობა აღადგინა, გიორგი ფურცელაძემ კი „ძალოვნები“ წინ გაიყვანა. მატჩის დასრულებამდე კახა კალაძემ სხვაობა შეამცირა და პატრულმა საბოლოოდ 4:3 მოიგო.

ტურის სხვა შეხვედრაში მაესტრო და საქართველოს ფოსტა ფრეზე გაიყარნენ. ფოსტას უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში ჰქონდა, მაგრამ ბოლო ათ წუთში მაესტრომ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და მატჩი 4:4 დასრულდა.

ოქროს ლიგის მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აჭარაბეთს დაუპირისპირდა. „ბუკმეიკერებმა“ დამაჯერებელი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და სსფ საბოლოოდ 9:1 დაამარცხეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი ბურთით შოთა ცუცქირიძე გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლევან კობიაშვილი, სფფ: „გუნდების სიძლიერე ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ გამარჯვება ადვილი არ არის, თუმცა ვხვდებით, რომ მომავალი შეხვედრებისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ მონაწილეობა არ არის. გვსურს წარმატებას მივაღწიოთ. დღეს ჩვენი მეტოქე გაცილებით კარგად გამოიყურებოდა. ვეცდებით, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ და მოვიგოთ შეხვედრები, ვინაიდან, სატურნირო ცხრილის ყურება ჩვენთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის.“

დავით დარჩია, პატრული:“დაძაბული თამაში იყო, როგორც ველოდით. მიხარია, რომ ჩემპიონატი განახლდა. დღეს ლამაზი თამაში ვაჩვენეთ, რაც სასიხარულოა.  ჩვენი მოგებათა სერია გრძელდება, რაშიც საფეხბურთო კლასი, გუნდურობა და განსაკუთრებით, დისციპლინა გვეხმარება.“

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის შეხვედრებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024