„ბანკირებმა“ ჰუავეისთან რთული გამარჯვება მოიპოვეს!

ყველა სიახლე
02 თებერვალი 2020

„ბანკირებმა“ ჰუავეისთან რთული გამარჯვება მოიპოვეს!

ვერცხლის ლიგის მეექვსე ტურის მატჩში ერთმანეთს ავერსი და ICR დაუპირისპირდნენ. მეორე ტაიმამდე ორივე გუნდმა კარი მშრალად შეინახა. კოკი ბაქრაძის გოლს "ფარმაცევტების" რიგებიდან ანზორ ნადირაძემ უპასუხა. თამაშის მიწურულს კი ოთარ ჭილაძემ ICR დააწინაურა და გუნდს გამარჯვება მოუტანა (2:1).

დაძაბული გამოდგა ვერცხლის ლიგის სასტარტო შეხვედრა. ჰუავეი ლიბერთი ბანკთან ორჯერ იგებდა, თუმცა „ბანკირებმა“ ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრეს. ოცდამეთექვსმეტე წუთზე გიორგი ვეშაგურმა მესამე გოლი შეაგდო და ლიბერთის სასარგებლოდ საბოლოო ანგარიში, 4:3 დააფიქსირა. ჰუავეის რიგებიდან სამივე ბურთი აკაკი ტეტუნაშვილის სახელზეა.

ოქროს ლიგაში კროკობეთი ვითიბის დაუპირისპირდა და ექვსი უპასუხო გოლით იმარჯვა (6:0). ლევან კოპალიანის ანგარიშზე სამი გოლია, გიგა კიკვიძემ დუბლი გაიფორმა, დავით ჩხაიძემ კი აქტივში ერთი ბურთი მიითვალა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ვეშაგური, ლიბერთი ბანკი:“ორჯერ ვიყავით წინ და გულდასაწყვეტია ასეთი შეხვედრის წაგება, მაგრამ შეცდომები დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია ეს შედეგი და შევეცდებით მომავალში გამოვასწოროთ.“

აკაკი ტეტუნაშვილი, ჰუავეი:“უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დაძაბული მატჩი იყო. ორჯერ გავათანაბრეთ ანგარიში და ბოლოს დაწინაურებაც შევძელით, რაშიც ჩვენი ბრძოლისუნარიანობა დაგვეხმარა. არ დავუთმეთ მეტოქეს არაფერი, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ.“

ვერცხლის ლიგის მეექსვე ტურის დარჩენილ შეხვედრებში საქართველოს ბანკი GSE-ს დაუპირისპირდება, კავკასიის ავტოიმპორტი კი ევროპაბეთს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024