ალექსანდრე ძაბირაძე ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის!

ყველა სიახლე
21 იანვარი 2020

ალექსანდრე ძაბირაძე ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის!

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ. სეზონის ჩემპიონი და ორგზის ვერცხლის პრიზიორი, ალექსანდრე ძაბირაძე, ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავკაცმა ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული მფკ ტატიშვილს მოაპოვებინა. 2016/17 წ.წ. და 2018/19 წ.წ. სეზონში კი ტრიუმფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ალექსანდრე ძაბირაძისთვის პირველი გამოწვევა აზიის 2020 წლის ჩემპიონატი იქნება, სადაც მონაწილეობას 16 ქვეყნის ნაკრები იღებს და ხუთი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. ტაჯიკეთი კენჭისყრის შედეგად A ჯგუფშია განთესილი და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად თურქმენეთს, ვიეტნამსა და ომანს დაუპირისპირდება.

Sbm.ge გთავაზობთ ალექსანრე ძაბირაძის კომენტარს:

ალექსანდრე ძაბირაძე, ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი: „შემოთავაზება ტაჯიკეთის ფუტსალის ფედერაციისგან მივიღე. წელს აქაურ ჩემპიონატში ქართველი მოთამაშეები, ვახტანგ კეკელია და მალხაზ მურცხვალაძე ასპარეზობდნენ, რომლებიც ჩემპიონები გახდნენ. ალბათ, მათმა კარგმა თამაშმაც განაპრობა ქართველი მწვრთნელის მოწვევა, ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის ბესარიონ ზოიძეს. ამ ეტაპზე, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის ვემზადებით. ნაკრები ძირითადად ორი გუნდის მოთამაშეებით არის დაკომპელქტებული. პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ მანამდე ამხანაგური შეხვედრებიც გვექნება და შევეცდებით კარგ შედეგს მივაღწიოთ.“

ტაჯიკეთი აზიის ჩემპიონატში პირველ შეხვედრას 26 თებრვალს ვიეტნამთან გამართავს.



  © SBM, 2016-2024