"ფარმაცევტების" მორიგი სამი ქულა!

ყველა სიახლე
19 იანვარი 2020

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტურის შეხვედრაში პსპ გორს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 7:0 იმარჯვა.

„ფარმაცევტები“ პირველივე ტაიმში საგრძნობლად დაწინაურდნენ. უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და კარიც მშრალად შეინახეს. ნიკოლოზ კურტანიძემ გორის კარი სამჯერ აიღო, სერგი მაჭარშვილმა კი დუბლი გაიფორმა. პსპ ამ შედეგით მოგებათა სერიას აგრძელებს და სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერად რჩება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდეგ კომენტარს:

ლუკა ხარძიანი, პსპ: „პირველ შეხვედრასთან შედარებით ნაკლები უპირატესობით ვიმარჯვეთ, რაც გორის პროგრესზე მეტყველებს. ჩვენს მიზანს ვასრულებთ და ჩემპიონატში ასპარეზობას უდანაკარგოდ ვაგრძელებთ. უკვე მეექვსე მოგება გვაქვს, ამის მიზეზი, ალბათ ის არის, რომ უკეთ შეთამაშებული და ძლიერი გუნდი ვართ.“

მეექვსე ტურის დასკვნით მატჩში ევროპის უნივერსიტეტი თსუ 2-ს ხვდება.



  © SBM, 2016-2024