სანახაობრივ დერბიში თსუ 2-მა იმარჯვა!

ყველა სიახლე
12 იანვარი 2020

სანახაობრივ დერბიში თსუ 2-მა იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი წრე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თსუ 2-ის სანახაობრივი მატჩით დასრულდა.

დაძაბული „საუნივერსიტეტო დერბის“ პირველ ნახევარში კსუ გიორგი ღავთაძემ დააწინაურა და თამაშის განახლებიდან მალევე დუბლიც გაიფორმა. საპასუხოდ თსუ-მ ერთწუთიან ინტერვალში უპირატესობის აღმოფხვრა და წინ გასვლაც მოახერხა, თუმცა ლუკა ფარცვანიამ წონასწორობა აღადგინა. მატჩის საბოლოო ანგარიში ოცდამეთხუთმეტე წუთზე შალვა ცხადაძემ დააფიქსირა და თსუ 2-მა 4:3 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ღავთაძე, კსუ: „ორი ბურთით წინ გასვლის შემდეგ მოვდუნდით, რის გამოც ერთ წუთში სამი გოლი გავუშვით. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, მოწინააღმდეგეს ვულოცავ გამარჯვებას. ვინც მეტს იბრძვის, ის იგებს და თსუ-მ დღეს ამ კომპონენტში გვაჯობა. ჯერ მხოლოდ პირველი წრე დასრულდა და თამაშებიდანაც ჩანს, რომ ადვილი გასეირნება არავის ექნება. რთული შეხვედრები გველის, მაგრამ შრომით ყველაფრი მიიღწევა და ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.“

ლაშა სიგუნავა. თსუ 2: „ორი განსხვავებული ტაიმი იყო, პირველ ნახევარში მეტოქემ აშკარად გვაჯობა. მეორე ტაიმში დასაკარგი არაფერი გვქონდა, გავრისკეთ და ცოტა მაღალი პრესინგი ვითამაშეთ, რამაც, შეიძლება ითქვას, გაამართლა. საერთო ჯამში სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. ვფიქრობ, ლოგიკური შედეგიც დაფიქსირდა, რადგან პერსპექტიული გუნდი ვართ და ამასთან ერთად შარშანდელი ჩემპიონებიც.“

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტური 19 იანვარს გაიმართება.



  © SBM, 2016-2020