EU-მ ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა!

ყველა სიახლე
12 იანვარი 2020

EU-მ ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის მეხუთე ტურის მორიგ შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი გორს დაუპირისპირდა და მეტოქეს კომფორტული უპირატესობით 5:2 სძლია.

პირველი ტაიმის მიწურულს „უნივერსიტეტელები“ გიორგი კუპრეიშვილმა დააწინაურა. თამაშის განახლების შემდგომ EU-მ სხვაობა კიდევ ოთხი ბურთით გაზარდა, საკუთარ კარში კი ერთი საპასუხო გოლი და ავტოგოლი მიიღო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ილია ლუკაშვილი, გორი: “ჩემპიონატი ძალიან განვითარებულია. ჩვენ, ჯერ-ჯერობით, ცოტა გვიჭირს გუნდებს შესაბამისი კონკურენცია გავუწიოთ, მაგრამ უკვე გვყავს მწვრთნელი და ვარჯიშის შედეგად გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. დღევანდელი ჩვენი მეტოქე ფუტსალში მეტად ჩართულია და გამოცდილება აქვს, რაც მათ გამარჯვებაში დაეხმარა და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ.“

საბა ხაზალია, EU: “ვფიქრობ, პირველი წრე საკმაოდ ნორმალურად ჩავატარეთ. დღევანდელი შეხვედრაც სასიამოვნოდ წარიმართა. გორის გუნდს, ალბათ უფრო გამძლეობით მოვუგეთ, თუმცა ველოდით, რომ გავიმარჯვებდით და დაგეგმილი სამი ქულაც მოვიპოვეთ. ჩვენი მომდევნო მეტოქე თსუ იქნება, რომელთანაც წარმატების იმედი ნამდვილად გვაქვს.“

პირველი წრის დასკვნით მატჩში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თსუ 2-ს შეხვდება.



  © SBM, 2016-2024