პსპ-ს რეკორდული გამარჯვება UG-სთან!

ყველა სიახლე
12 იანვარი 2020

პსპ-ს რეკორდული გამარჯვება UG-სთან!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის პირველი წრის დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს.

მეხუთე ტურის სასტარტო მატჩში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტი და პსპ დაუპირისპირდნენ. „ფარმაცევტებმა“ უპირატესობა პირველივე წუთებზე მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე სხვაობა საგრძნობლად გაზარდეს. ნიკოლოზ კურტანიძის ექვსი გოლით, ლევან სვანიძის ჰეთრიკით, ლევან სარდანაშვილისა და ლუკა ხარძიანის ორ-ორი ბურთით პსპ-მ მეტოქე უშონსოდ დატოვა და  საბოლოოდ რეკორდული ანგარიშით 17:2 იმარჯვა.

ტურის სხვა შეხვედრებში ევროპის უნივერსიტეტი გორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი თსუ 2-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2020