ილიაუნიმ მართვე დიდი ანგარიშით დაამარცხა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეოთხე ტური ილიაუნისა და ქუთაისის მართვეს დაპირისპირებით დასრულდა.
„უნივერსიტეტელებმა“ დიდი უპირატესობა მატჩის პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მეტოქეს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს. თამაშის განახლებიდან "ქუთათურებმა" მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს და ილიაუნისთან საბოლოოდ დიდი ანგარიშით 9:1 დამარცხდნენ. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი გიორგი ტიკურიშვილმა გაიფორმა, ორი ბურთია გიგა მამულაშვილის ანგარიშზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიგა მამულაშვილი,ილიაუნი: "ვინადიან, უმაღლესი ლიგაა, შედარებით მეტ წინააღმდეგობას და თანაბარ თამაშს ველოდით მეტოქისგან, მაგრამ დასახულ მიზანს მარტივად მივაღწიეთ. წლის ბოლო პოზიტიური გამოდგა ჩვენთვის. ახალგაზრდული ჟინით, მეტი მოძრაობითა და რამდენიმე გამოცდილი მოთამაშით სასურველი შედეგი მივიღეთ. საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ და ბათუმთან გასამართ შეხვედრასაც კარგი განწყობით ვხვდებით."
ფუტსალის ლიგის მეხუთე ტური სტარტს 11 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღებს და 12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდება.