თელასი ერთპიროვნულად გალიდერდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები თელასი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ.
ორივე გუნდი დღევანდელ მატჩამდე უდანაკარგო იყო. „ენერგეტიკოსები“ პირველივე ტაიმში ვახტანგ ჯვარაშვილის დუბლით დაწინაურდნენ და მეორე ნახევრის მიწურულამდე უპირატესობის შენარჩუნებაც მოახერხეს. ოცდამეცხრამეტე წუთზე კი დავით ბობოხიძემ სხვაობა მინიმუმადე შეამცირა და თსუ საბოლოოდ 2:1 დამარცხდა. ამ მოგებით თელასმა სატურნირო ცხრილში პირველობა მოიპოვა და მარცხის გარეშე ასპარეზობას განაგრძობს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ვახტანგ ჯვარაშვილი, თელასი: „საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, რაც ანგარიშზეც აისახა. ახალგაზრდა მოთამაშეებით არის თსუ დაკომპლექტებული და კარგი გუნდია. პირველივე ტაიმში ორი ბურთით დავწინაურდით, რაც ძალიან დაგვეხმარა, რადგან შემდეგ მისი სრულად აღმოფხვრა არც ისე მარტივი აღმოჩნდა მოწინააღმდეგისთვის.“
შაკო კაპანაძე, თსუ: „პრინციპული შეხვედრა იყო, ორივე გუნდი დანაკარგის გარეშე ვასპარეზობდით. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, თუმცა საკადრო პრობლემები გვქონდა. რამდენიმე ძირითადი მოთამაშე გვაკლდა და ფიზიკურად ვეღარ გავუწიეთ წინააღმდეგობა, რაც მარცხის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ვეცდებით პლეიოფისთვის დღეს დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.“
მეოთხე ტურის დასკნით მატჩში ილიაუნი ქუთაისის მართვეს უმასპინძლებს.