არმიამ "ფარმაცევტებთან" ქულები გაიყო!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის წლის ბოლო სათამაშო დღე ოქროს ლიგის შეხვედრით დასრულდა. ერთმანეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კროკობეთი დაუპირისპირდნენ. „ბუკმეიკერებმა“ მეტოქეს 3:1 სძლიეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი კუხალაშვილმა გაიფორმა. სფფ-ს ერთადერთი გოლი დავით სირაძის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მეხუთე ტურის მატჩი არმიასა და პსპ-ს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ირაკლი ლატარიამ შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმით „ძალოვნები“ მეოთხე წუთზე დააწინაურა. მალევე მას „ფარმაცევტების“ რიგებიდან გოლით ნიკოლოზ კოპლატაძემ უპასუხა. შემდეგ მცდელობების მიუხედავად წინ გასვლა ვერც ერთმა გუნდა შეძლო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან სარდანაშვილი, პსპ: „არმია ძლიერი გუნდია და ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. ფრე ლოგიკური იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეტი მომენტი გვქონდა. პირველი ტაიმი შედარებით ჩავაგდეთ და მატჩის განახლებიდან უკეთ დავიწყეთ თამაში. შეგვეძლო სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია, თუმცა არაუშავს, ყველაფერი წინაა.“
ირაკლი ლატარია, არმია: „ველოდით პსპ-სთან ასეთ დაძაბულ დაპირისპირებას. სუპერლიგა უფრო სხვა დონეა, მომენტების რეალიზება რთულია და გოლების გატანა გვიჭირს, რაც ანგარიშზეც აისახება. ვფიქრობ, თანაბარი ძალების გუნდები ვართ და მიღებული შედეგი ლოგიკურია.“
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის შეხვედრები იანვრიდან განახლდება.