დაძაბული მატჩი ICR-სა და BOG-ს შორის ფრედ დასრულდა!
ყველა სიახლევერცხლის ლიგის მეხუთე ტურის დასკვნით შეხვედრაში სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდმა ევროპაბეთი 3:1 დაამარცხა. GSE-ს რიგებიდან დუბლი ლევან ბარბაქაძემ გაიფორმა. „ბუკმეიკერებისთვის“ ერთი ბურთის გაქვითვა მიხეილ ლობჟანიძემ შეძლო.
ICR-სა და საქართველოს ბანკს შორის გამართული მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. თავდაპირველად უპირატესობა „ბანკირებმა“ მოიპოვეს, თუმცა ICR-მა ანგარიშის გათანაბრება და წინ ორი ბურთით გასვლა მოახერხა. BOG-მა წონასწორობა ოცდამეცხრამეტე წუთზე აღადგინა, ბოლო ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა კი ვეღარ გამოიყენა და შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
კავკასიის ავტოიმპორტმა ლიბერთი ბანკს დამაჯერებელი ანგარიშით 5:1 სძლია. გასული მატჩის მსგავსად, CAI-ს რიგებიდან ხუთივე გოლი ამჯერადაც ლაშა ჯოხაძის ანგარიშზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ილია ქემაშვილი, BOG: “ორივე გუნდს შეგვეძლო ამ შეხვედრის მოგება. ბოლოს, როგორც ვნახეთ, ათმეტრიანი ვერ გამოვიყენეთ. სერიოზული პრობლემები გვქონდა დღეს, რაზეც ვიმუშავებთ აუცილბლად და გამოვასწორებთ. მოწინააღმდეგე საკმაოდ მობილიზებული იყო, მწვრთნელის ნამუშევარი ეტყობოდათ - შეთამაშებულები არიან. წარმატებებს ვუსურვებ, როგორც ჩემს გუნდს, ასევე, მათაც.“
ოთარ ჭილაძე, ICR: “ვფიქრობ, რომ დღეს მეტოქეს თამაშით ვაჯობეთ და ამ შედეგს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ბოლო წუთებზე უყურადღებობის გამო დავისაჯეთ. სამომავლოდ გავითვალისწინებთ ამ გაკვეთილს და თამაშის დასრულებამდე არ მოვდუნდებით, რათა გავიმარჯვოთ.“
სუპერლიგაში არმია პსპ-ს ხვდება, სათამაშო დღე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კროკობეთის მატჩით დასრულდება.