თსუ და თელასი სახლში სამი ქულით ბრუნდებიან!

ყველა სიახლე
21 დეკემბერი 2019

თსუ და თელასი სახლში სამი ქულით ბრუნდებიან!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მესამე ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა.

დასკვნით მატჩში ქუთაისის მართვემ თელასს უმასპინძლა და 4:2 დამარცხდა. „ენერგეტიკოსებმა“ პირველ ტაიმში კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. თამაშის დასრულებამდე „ქუთათურებმა“ ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს და ერთი საკუთარ კარშიც მიიღეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ამირან ცხომარიამ გაიფორომა.

ტურის სხვა შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ბათუმის სახლმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი „საუნივერსიტეტო დერბი“ თსუ-ს გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ბორის ესებუას გოლს ბსუ-ს რიგებიდან ნუკრი გოგუაძემ უპასუხა. დავით ბობოხიძემ კი ოცდამეთვრამეტე წუთზე გუნდს სამი ქულა მოუპოვა.

არსებული მდგომარეობით თსუ-სა და თელასს თანაბარი, ცხრა-ცხრა ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. მომდევნო ტურში კი მაყურებელი სწორედ მათ დაპირისპირებას იხილავს.

ფუტსალის ლიგის მეოთხე ტური 27 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024