ილიაუნიმ თბილისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
20 დეკემბერი 2019

ილიაუნიმ თბილისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მესამე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნისა და თბილისის დაპირისპირებით დაიწყო.

დაძაბული და სანახაობრივი მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ილიაუნიმ შეხვდრაში წონასწორობა ორჯერ აღადგინა. ოცდამეთექვსმეტე წუთზე კი გიორგი კურტანიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. „უნივრსიტეტელებმა“ მეტოქეს 3:2 სძლიეს და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა ონიანი, თბილისი: „ვულოცავ მოწინააღმდეგეს პირველი ქულების მოპოვებას. ვთვლი, რომ ძალიან თანაბარი გუნდები ვართ და ამიტომაც გამოვიდა ასეთი დაძაბული შეხვედრა. საკადრო პრობლემები გვქონდა, რაც დღეს თამაშზეც აისახა. მაქსიმალურად ვეცადეთ არ წაგვეგო, თუმცა ფორტუნა ილიაუნის მხარეს აღმოჩნდა და შანსები ვერ გამოვიყენეთ, რამაც მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიშალა“

გიორგი ახლანძე, ილიაუნი: „თბილისმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია. გარდამავალი უპირატესობით წარიმართა თამაში. ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებდა დღეს, ის გაიმარჯვებდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. უმაღლეს ლიგაში პირველად გამოვდივართ და ამ მატჩის მოგება აუცილებლად გვჭირდებოდა. სათადარიგო სკამის გამოყენება მეტად შევძელით, ახალგაზრდა გუნდი ვართ და მოძრაობითაც ვაჯობეთ მეტოქეს. ვცდილობთ, დროთა განმავლობაში გავიზარდოთ და ჩვენს მიზანს, პლეიოფს, მივაღწიოთ.“

ფუტსალის ლიგის მესამე ტური 21 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში ბსუ-თსუ-სა და მართვე-თელასის დაპირისპირებით გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024