გორის სადებიუტო გამარჯვება ფუტსალის ლიგა 2-ში!

ყველა სიახლე
20 დეკემბერი 2019

გორის სადებიუტო გამარჯვება ფუტსალის ლიგა 2-ში!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

სასტარტო მატჩში გორი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და 10:1 იმარჯვა. „უნივერსიტეტელებმა“ პირველი ნახევარი მინიმალური ჩამორჩენით დაასრულეს, თუმცა გორმა თამაშის განახლებისთანავე მოახერხა საგრნძნობლად დაწინაურება და შემდეგ დიდი უპირატესობაც მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლი ნიკა ოქროპირიძის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკა ოქროპირიძე, გორი: „მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც სასიხარულოა. თამაშის დასაწყისი უფრო დაძაბული იყო, ეს ანგარიშზეც აისახა, თუმცა მესამე გოლმა მოწინააღმდეგე გატეხა და შემდეგ დიდი უპირატესობაც მოვიპოვეთ. იბრძოლა ჩვენმა მეტოქემ, მაგრამ ფიზიკურად უკეთ ვიყავით მომზადებულები და გავიმარჯვეთ.“

ტურის სხვა შეხვედრებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, თსუ 2 კი პსპ-ს გაეჯიბრება. დღესვე გაიმართება ფუტსალის ლიგის მესამე ტურის სასტარტო მატჩი ილიაუნისა და თბილისს შორის.



  © SBM, 2016-2024