CAI-ს დამაჯერებელი გამარჯვება GSE-სთან!

ყველა სიახლე
15 დეკემბერი 2019

CAI-ს დამაჯერებელი გამარჯვება GSE-სთან!

ვერცხლის ლიგის მეოთხე ტურის დასკვნით შეხვედრაში კავკასიის ავტოიმპორტი სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდს დაუპირისპირდა და 5:0 იმარჯვა.

დაძაბული პირველი ნახევარი მშრალი ანგარიშით დასრულდა. თამაშის განახლებიდან სამ წუთში ლაშა ჯოხაძემ CAI დააწინაურა და მატჩის დასრულებამდე კიდევ ოთხი გოლის გატანა შეძლო. ამ მოგებით კავკასიის ავტოიმპორტს ცხრა ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერს, საქართველოს ბანკს, უთანაბრდება.

ოქროს ლიგაში მეხუთე ტური საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ვითიბი ბანკის შეხვედრით დაიწყო. სფფ-მ მეტოქე დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა. ორი გოლი გიორგი კაკაბაძის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა ჯოხაძე, CAI: “მატჩის მეორე ტაიმში გარდატეხა შევიტანეთ, ჩვენი თამაში ვიპოვეთ, გამოვასწორეთ შეცდომები და შესაბამისად, გამარჯვებაც დავიმსახურეთ. ძლიერი მეტოქე გვყავდა,  დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა ბრძოლისა და კლასის ხარჯზე ვაჯობეთ. მომავალ შეხვედრებში მათ წარმატებებს ვუსურვებ. სეზონი მარცხით დავიწყეთ, მაგრამ მას შემდეგ გამოვასწორეთ ბევრი რამ და დამაჯერებლად ვიგებთ. იმედია, ასე გავაგრძელებთ.“

ოქროს ლიგაში კროკობეთი ნატახტარს ხვდება. სუპერლიგაში კი თბილისის სატრანსპორტო კომპანია შემოსავლების სამსახურს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024