საქართველოს ბანკმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა!

ყველა სიახლე
15 დეკემბერი 2019

საქართველოს ბანკმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის მეოთხე ტურით დაიწყო. ავერსისა და ლიბერთი ბანკის დაპირისპირება „ბანკირების" გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მეორე ტაიმს გუნდები ფრედ 1:1 შეხვდნენ, თუმცა ლიბერთიმ წინ გასვლა და შემდეგ უპირატესობის გაზრდაც მოახერხა.

სასტარტო მატჩში საქართველოს ბანკმა ჰუავეისთან სამბურთიანი სხვაობით 6:3 იმარჯვა. ჰუავეიმ მეორე ნახევარში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა გიორგი ცაგარეიშვილის დუბლით საქართველოს ბანკი კვლავ დაწინაურდა. ირაკლი გამყრელიძე გუნდს გამარჯვებაში ორი ბურთით დაეხმარა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი გვენეტაძე, ჰუავეი: „მინდა აღვნიშნო, რომ ტურნირი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ძლიერი კონკურენციაა. ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრის ანგარიში ვერ ასახავს მატჩის ხასიათს, რადგან უფრო თანაბარი თამაში იყო. მეტად რომ გამოგვეყენებინა მომენტები, უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით. ცოტა ცუდად დავიწყეთ და იმედია მომავალში გამოვასწორებთ.“

ირაკლი გამყრელიძე, BOG: “დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. განსაკუთრებით პირველ ტაიმს გამოვყოფდი, ჩვენი უპირატესობა იგრძნობოდა. წინა ტურებში ვნახეთ ჰუავეის თამაში და ვიცოდით, რომ გახსნილ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც მათ მეორე ნახევარში გამოავლინეს. ჩვენ უფრო კონტრშეტევებზე ავეწყვეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.“

ვერცხლის ლიგის დასკვნით მატჩში კავკასიის ავტოიმპორტი სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდს დაუპირისპირდება. დღის განმავლობაში გაიმართება ოქროსა და სუპერლიგის შეხვედრები.



  © SBM, 2016-2024