დაძაბულ „საუნივერსიტეტო დერბში“ თსუ-მ იმარჯვა!

ყველა სიახლე
13 დეკემბერი 2019

დაძაბულ „საუნივერსიტეტო დერბში“ თსუ-მ იმარჯვა!

ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ილიაუნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 2:1 დამარცხდა.

დაძაბული და სანახაობრივი „საუნივერსიტეტო დერბის“ პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. თამაშის განახლებიდან მეორე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ დუბლი გაიფორმა. მიუხედავად სახიფათო მომენტებისა თსუ-მ ანგარიშის შენარჩუნება ბოლომდე შეძლო და სეზონის მეორე შეხვდრაშიც გამარჯვება მოიპოვა. ილიაუნის რიგებიდან ერთი გოლი თეიმურაზ ექიზაშვილის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა გვაზავა, ილიაუნი: „პირველ რიგში, დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ჩვენთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თსუ ისეთი მეტოქეა, რომელთან თამაშიც ყოველთვის გვიჭირს. დღეს დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, რაც ჩვენი შეცდომების ბრალი იყო. შეგვეძლო მინიმუმ ფრედ დაგვესრულებინა შეხვედრა, თუმცა გუნდში რამდენიმე ახალი მოთამაშე გვყავს, ფუტსალის ლიგაშიც პირველად ვასპარეზობთ და ეს მარცხი ყველაფერი არ არის. ჩვენს თავზე მუშაობას განვაგრძობთ და იმედია კარგ შედეგებსაც მივაღწევთ.“

გიორგი ჩიმაკაძე, თსუ: „როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდმა ყველაფერი გავაკეთეთ და ალბათ, ფორტუნა მაინც ჩვენ მხარეს იყო, რამაც გამარჯვება მოგვიტანა. მეორე ტაიმში შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანეთ. საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა და მოხარული, რომ სამი ქულა ავიღეთ.“

ფუტსალის ლიგის მესამე ტური 20 დეკემბერს თბილისის ოლიმპირ სასახლეში დაიწყება და 21 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდება.



  © SBM, 2016-2024