თბილისმა მართვე დიდი ანგარიშით დაამარცხა!

ყველა სიახლე
13 დეკემბერი 2019

თბილისმა მართვე დიდი ანგარიშით დაამარცხა!

ფუტსალის ლიგის მეორე ტურის შეხვედრები თბილისისა და ქუთაისის მართვეს დაპირისპირებით გაგრძელდა.

„ქუთათურებმა“ თამაშში ერთადერთი ბურთის გაქვითვა ავტოგოლით შეძლეს და თბილისთან დიდი სხვაობით 8:1 დამარცხდნენ. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გიორგი ქურდაძის ანგარიშზე სამი ბურთია. აველო კიკვაძემ და კახა გოგოხიამ კი დუბლი გაიფორმეს. თბილისმა ამ მოგებით მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ქურდაძე, თბილისი: „რაც მთავარია, დღევანდელ შეხვედრაში დაგეგმილი სამი ქულა ავირეთ და გავიმარჯვეთ. შედარებით ახალი გუნდი ვართ. ჩვენს სტრატეგიაში სიახლეების შეტანას ვგეგმავთ. პირველ მატჩთან შედარებით, ბევრი რამ გამოვასწორეთ. ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლაა. მართვე კარგი გუნდია, მაგრამ მათთან შედარებით, დღევანდელი შეხვედრისთვის, უფრო მომზადებული ვიყავით და ეს დაგვეხმარა გამარჯვებაში.

ფუტსალის ლიგის მეორე ტურის დასკვნით მატჩში ილიაუნი თსუ-ს  შეხვდება.



  © SBM, 2016-2024