პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ლაშა სიგუნავა დასახელდა

ყველა სიახლე
04 მარტი 2017

პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ლაშა სიგუნავა დასახელდა

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მფკ ტატიშვილის ფორვარდი, ლაშა სიგუნავა დასახელდა. მას ეს აღიარება ლიგის მედია პარტნიორის adjarasport.com-ისგან ხვდა წილად. ვებ-პორტალი მიმდინარე სეზონის ყოველი ტურის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებს ასახელებს და სიგუნავაც სწორედ ყველაზე ხშირად იყო საუკეთესოთა შორის.

თავად ფეხბურთელისთვის წლევანდელი სეზონი უდაოდ გამორჩეულია, ჩემპიონატის მთავარი ფავორიტის რიგებში, მის ანგარიშზე I  წრის შემდეგ 18 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 

I წრის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი ლაშას 3 მარტს, მფკ მგლებისა და მფკ თბილისის მატჩის დაწებამდე, გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ლაშა თაბაგარმა გადასცა.



  © SBM, 2016-2024