ICR-მა და ევროპაბეთმა ქულები გაიყვეს!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის შეხვედრებით დასრულდა.
დღის დასკვნით მატჩში ევროპაბეთი ICR-ს დაუპირისპირდა. დაძაბული თამაში ფრედ 2:2 დასრულდა. „ბუკმეიკერებმა“ ანგარიშის გათანაბრება ჯერ ავტოგოლით, შემდეგ კი გიორგი ლუკავას გოლით ოცდამეთხუთმეტე წუთზე მოახერხეს. ICR-ის რიგებიდან თითო ბურთი გიორგი პაპოშვილისა და შოთა ბათილაშვილის ანგარიშზეა.
სხვა შეხვედრაში კავკასიის ავტოიმპორტმა ავერსს დამაჯერებელი ანგარიშით, 6:2 სძლია. „ფარმაცევტებმა“ სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. CAI-ს გამარჯვებაში სამი გოლით ლაშა ჯოხაძე დაეხმარა. ავერსის რიგებიდან ორივე ბურთი ანზორ ნადირაძის ანგარიშზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
თორნიკე ქორჩილავა, ევროპაბეთი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. მეოთხე შეხვედრა ჩავატრეთ და ყველაზე გამორჩეული მეტოქე დღეს გვყავდა. იბრძოდნენ და შეტევაშიც კარგად თამაშობდნენ. ორივე მხარეს გვქონდა მომენტები და ვფიქრობ, მარცხს არც ერთი ვიმსახურებდით.“
გიორგი პაპოშვილი, ICR: “პირველ რიგში, ორივე გუნდმა დავიმსახურეთ ფრე. კარგი თამაში იყო. ორჯერ ვიგებდით, მაგრამ ორივეჯერ გაგვითანაბრეს. ცოტა უიღბლობასაც დავაბრალებდი, რადგან ოთხი თამაშშიდან ორში ავტოგოლი გავუშვით. იმედია, შემდეგში უფრო გაგვიმართლებს და შეხვედრას დასანანი ანგარიშით აღარ დავასრულებთ.“
15 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ოქროს, ვერცხლისა და სუპერლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართება.