ბრინჯაოს ლიგაში დაუმარცხებელი არავინაა!
ყველა სიახლეთბილისი ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა.
ტურის დასკვნით შეხვედრაში დიპლომატ ჯორჯიამ მტკვარი-ენერჯი დამაჯერებელი ანგარიშით 7:4 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის შვიდივე გოლი სხვადასხვა მოთამაშის ანგარიშზეა, მოწინააღმდეგის მხრიდან კი პოკერი გიორგი ხარშილაძემ გაიფორმა.
ბანკი ქართუმ გამარჯვება კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერთან მოიპოვა. დაძაბულ შეხვედრაში „ბანკირებმა“ ბაქსვუდი ორბურთიანი უპირატესობით 3:1 დაამარცხეს. ქართუს რიგებიდან სამივე გოლი იაკობ გოგოლაძის ანგარიშზეა. სხვაობის შემცირება მხოლოდ გიორგი მესხმა შეძლო და ბაქსვუდმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.
ტურის სხვა დაპირისპირებაში ნაბეღლავი მეიჯერელს შეხვდა და დიდი უპირატესობისთ, 6:2 იმარჯვა. ნაბეღლავის რიგებიდან ორი გოლი რევაზ ნაცარაშვილის ანგარიშზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარეს:
გიორგი მესხი, ბაქსვუდი: „დღევანდელმა თამაშმა დაადასტურა, რომ ამ ლიგაში ყველა გუნდს აქვს ჩემპიონობის შანსი. რთული მატჩი გამოდგა. ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენეთ, მაგრამ ეს სპორტია და იმარჯვებს ის, ვინც უფრო მომზადებულია. ვულოცავ მოწინააღმდეგეს სამ ქულას, ჩვენ კი ვეცდებით მოვბილიზდეთ და კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება მოვიპოვოთ წელს.“
იაკობ გოგოლაძე, ქართუ: „ძალიან რთული მატჩი მოვიგეთ. ბაქსვუდი ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია. სტარტი ცუდი გვქონდა, მაგრამ უკვე მეორედ მოვახერხეთ სატურნირო ცხრილის ლიდერის დამარცხება და ეს ყველაფერი დალაგებული თამაშის დამსახურებაა. კონტრშეტევებზე სწრაფად გადავდიოდით, რაც დაგვეხმარა სასურველი შედეგის მიღწევაში.“
დღის განმავლობაში ერთმანეთს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები შეხვდებიან.