„ფარმაცევტებმა“ სფფ-სთან იმარჯვეს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს.
სუპერლიგის მეოთხე ტური საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და პსპ-ს მატჩით დაიწყო. პირველი ტაიმი „ფარმაცევტების“ სრული უპირატესობით 5:1 დასრულდა. სფფ თამაშის განახლების შემდეგ მეტოქეს მიუახლოვდა, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრა და საბოლოოდ 6:4 დამარცხდა. პსპ-ს რიგებიდან გურამ გოგიჩაიშვილმა და მირიან მირგატიამ დუბლი გაიფორმეს. მოწინააღმდეგეს ორი გოლით ალექსანდრე იაშვილმა უპასუხა.
დღის სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს ბრინჯაოს ლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ. ენერგო-პროსა და ბეთლაივის მატჩი „ბუკმეიკერების“ დამაჯერებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა. ბეთლაივის რიგებიდან ორ-ორი გოლი გიორგი ხუციშვილისა და ნიკოლოზ ცხომელიძის ანგარიშზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ოთარ მარცვალაძე, სფფ: „პირველ რიგში, ვულოცავ პსპ-ს გამარჯვებას. ძალიან კარგი გუნდია. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბევრი მოთამაშე გვაკლდა. ვერ ვახერხებთ ვარჯიშების ჩატარებას და ეს ყველაფერი შედეგზე აისახება. ჯერ ქულა არ აგვიღია და ამის გამოსასწორებლად შემდეგში უკეთ მოვემზადებით.“
მირიან მირგატია, პსპ: „შედეგი მატჩის მიმდინარეობაზე დიდად არ მეტყველებს, ბევრად კარგი მეტოქე გვყავდა. სფფ პლეი ოფში უფრო ძლიერად თამაშობს ხოლმე და წლევანდელ ჩემპიონატში ერთ-ერთი ძლიერი მონაწილეა. მწვრთნელის დარიგებები ზუსტად გავითვალისწინეთ, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარა. გვსურს, ეს სეზონი ტიტულით დავასრულოთ.“
დღეს გაიმრთება სუპერლიგის მეოთხე ტურის სხვა შეხვდრებიც. ასევე, ერთმანეთს ბრინჯაოსა და ვერცხლის ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.