კსუ-მ UG-სთან დიდი ანგარიშით იმარჯვა!

ყველა სიახლე
06 დეკემბერი 2019

კსუ-მ UG-სთან დიდი ანგარიშით იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 11:1 იმარჯვა.

CIU-ს სასარგებლოდ ანგარიში გიორგი ღავთაძემ მესამე წუთზე გახსნა და თამაშის დასრულებამდე ჰეთრიკიც გაიფორმა. ორ-ორი ბურთია გარი წერეთლის, ნიკა გაბელიასა და ბექა ბექაურის ანგარიშზე. UG-ის რიგებიდან ერთადერთი გოლის ავტორი ნიკოლოზ აბაშიძეა.

Sbm.ge გთავზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ირაკლი ჯანხოთელი, კსუ: „სეზონის პირველი თამაში ყოველთვის უფრო რთულია. დიდი მონდომებით ვეზადებოდით. რამდენიმე ახალი მოთამაშეც დავიმატეთ. მოწინააღმდეგეს თამაშისთვის დიდ მადლობას ვუხდი. გასულ სეზონზე არ გაგვიმართლა და ვეცდებით წელს გამოვასწოროთ მაშინ დაშვებული შეცდომები. ჩვენი მთავარი მიზანი ფუტსალის ლიგა 2-ის ტიტულის მოგებაა.“

ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს დებიუტანტი გორი და პსპ დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024