საქართველომ ბელგიასთან პირველ ამხანაგურ მატჩში იმარჯვა!

ყველა სიახლე
02 დეკემბერი 2019

საქართველომ ბელგიასთან პირველ ამხანაგურ მატჩში იმარჯვა!

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს ბელგიასთან მართავს.

საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ბელგიის ქალაქი ჰერენტალსი მასპინძოლბს. ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაწყებული დაპირისპირება „ჯვაროსნების“ გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ქართველთა რიგებიდან ჰეთრიკი არჩილ სებისკვერაძემ გაიფორმა. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. ფინალურ სასტვენამდე სამი წამით ადრე კი ზვიად კუპატაძემ უპირატესობა სამამდე გაზარდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ბელგიასთან მეორე ამხანაგურ შეხვედრას 3 დეკემბერს, ადგილობრივი დროით კვლავ 20:30 საათზე გამართავს.

საქართველოს ნაკრების 14 კაციანი შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)

მცველები: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), მიხეილ თევზაძე (თელასი, თბილისი), ბექა ბექაური (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვული (თელასი, თბილისი), კახაბერ მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი)

თავდამსხმელები: ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), გიორგი სილაგავა (რედ დრაგონსი, პოლონეთი), არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი).

ფოტო: gff.ge



  © SBM, 2016-2019