ფოსტამ სფფ-ს დაძაბულ ბრძოლაში სძლია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე სუპერლიგის მესამე ტურის შეხვედრით დასრულდა. საქართველოს ფოსტამ ფეხბურთის ფედერაციას დაძაბულ მატჩში ბოლო წამზე გატანილი გოლით სძლია. თამაშის განმავლობაში ფოსტამ ანგარიშის გათანაბრება ორჯერ მოახერხა. საბოლოო ანგარიში -3:2, გიორგი ხმალაძემ მეორმოცე წუთზე დააფიქსირა.
ოქროს ლიგაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნატახტართან მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა.
უხვგოლიანი გამოდგა ვერცხლის ლიგის შეხვედრა. ევროპაბეთმა ჰუავეი 6:4 დაამარცხა. „ბუკმეიკერების“ რიგებიდან სამი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გიორგი ლუკავა გამოირჩა. ჰეთრიკი გაიფორმა ჰუავეის მოთამაშე აკაკი ტეტუნაშვილმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ზურაბ ხიზანიშვილი, სფფ: „ჩვენთვის პირველი თამაში იყო. მოწინააღმდეგე გუნდმა ჩვენზე მეტი იმოძრავა და ამის ხარჯზე გვაჯობეს. გამოცდილებამ თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ბოლომდე არ გვეყო. მოთამაშის გაგდებამაც დიდი გავლენა იქონია. ბოლოს ძალიან დავიღალეთ. მომდევნო შეხვედრებში, ვეცდებით სრული შემადგენლობით მოვიდეთ და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.“
ილია ბიტარიშვილი, საქ. ფოსტა:“ველოდით ასეთ დაძაბულ თამაშს. რაც გვევალებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ. მწვრთნელის დარიგებები გავითვალისწინეთ და ბოლო წამზე გამარჯვებაც მისი ტაქტიკის დამსახურებაა. მოწინააღმდეგესთან შედარებით, უფრო მონდომებულები ვიყავით და ვიტყოდი, რომ ცოტა გაგვიმართლა კიდეც.“
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი თამაშები 8 დეკემბერს გაიმართება.