"ბანკირების დერბი" ლიბერთის გამარჯვებით დასრულდა!
ყველა სიახლევერცხლის ლიგაში სატურნირო ცხრილის ლიდერი საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 2:1 დამარცხდა. „ბანკირების დერბში“ ლიბერთი ავთო ვერულეიშვილისა და გიორგი ვეშაგურის გოლებით პირველივე ტაიმში დაწინაურდა. ერთი ბურთის გაქვითვა მეტოქე გუნდის რიგებიდან დავით ცხონდიამ შეძლო.
ბრინჯაოს ლიგის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი დაძაბული გამოდგა. ბეთლაივმა მტკვარი ენერჯის ოცდამეცხრამეტე წუთზე გიორგი ხუციშვილის გატანილი გოლით 1:0 ძლია.
ვერცხლის ლიგის სხვა შეხვედრაში ICR-მა საქართველოს ელექტროსისტემასთან 3:1 იმარჯვა და პირველი ქულები მოიპოვა. GSE-მ მატჩის მეექვსე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა ICR-მა მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინა და შემდეგ ექვსწამიან ინტერვალში ორი ბურთითაც დაწინაურდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნოდარ დარახველიძე, BOG: “არ ველოდით, რომ ასეთი მატჩი გამოვიდოდა. სათანადოდ არ დავაფასეთ მეტოქე და მომზადებაც შესაბამისი გვქონდა, ამიტომაც დავმარცხდით. ორივე გოლი ჩვენი უხეში შეცდომის გამო გავუშვით. შემდეგ უკვე ვეღარ დავეწიეთ, ძალები აღარ გვეყო. მოწინააღმდეგე მეტად მომზადებული იყო და ვულოცავთ ამ გამარჯვებას.“
გიორგი ვეშაგური, ლიბერთი: „ვიცოდით, რომ დაძაბული შეხვედრა გველოდა. ჩვენი მონდომებითა და ბოლომდე ბრძოლით ეს დაბრკოლება წარმატებით გადავლახეთ. მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს.“
ვერცხლის ლიგის მესამე შეხვედრაში ჰუავეი ევროპაბეთს გაეჯიბრება. დღის ბოლომდე კი გულშემატკივარი ოქროსა და სუპერლიგის თითო მატჩს იხილავს.