ბაქსვუდი ბრინჯაოს ლიგაში უდანაკარგოა!

ყველა სიახლე
01 დეკემბერი 2019

ბაქსვუდი ბრინჯაოს ლიგაში უდანაკარგოა!

ბრინჯაოს ლიგაში მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. ცენტრალური დაპირისპირება თანაბარი ქულების მქონე დიპლომატ ჯორჯიასა და ბაქსვუდს შორის გაიმართა.

მატჩის პირველი ნახევარი მშრალი ანგარიშით დასრულდა. თამაშის განახლებიდან ბაქსვუდმა მოახერხა უპირატესობის მოპოვება და მეტოქეს სამი გოლი გაუტანა, საიდანაც ორი ალიკ სარქისიანის ანგარიშზეა. დიპლომატ ჯორჯიას რიგებიდან ერთი ბურთის გაქვითვა ირაკლი გოგინაშვილმა შეძლო. ბაქსვუდმა საბოლოოდ 3:1 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველობა დაიბრუნა.

ოქროს ლიგაში აჭარაბეთი ვითიბი ბანკს დაუპირისპირდა. „ბუკმეიკერებმა“ პირველივე ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს და „ბანკირები“ საბოლოოდ ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ჯაბა ხანიაშვილი, დიპლომატი: „ძალიან ძლიერ გუნდთან გვქონდა დღეს თამაში. ბაქსვუდი, ჩემი გადმოსახედით, საჩემპიონო გუნდია. სამწუხაროდ, პირველი ქულების დაკარგვა მოგვიწია. ემოციური მატჩი იყო, მოწინააღმდეგემ ფსიქოლოგიურად გვაჯობა და ეს იყო მარცხის მთავარი მიზეზი. მომავალი შეხვედრებისთვის უკეთ მოვემზადებით.“

დავით ლომაია, ბაქსვუდი: „დაძაბული მატჩი იყო. თავიდან ცოტა მძიმედ დავიწყეთ. შემდეგ უკვე მეორე ტაიმში ტაქტიკა შევცვალეთ, მწვრთნელის დარიგებები გავითვალისწინეთ და თამაშიც უფრო გავხსენით. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მესამე შეხვედრაშიც სამი ქულა მოვიპოვეთ.“

ვერცხლის ლიგაში მესამე ტურმა სტარტი ICR-სა და GSE-ს დაპირისპირებით აიღო.



  © SBM, 2016-2024