ქართუმ ლიდერი დაამარცხა!

ყველა სიახლე
01 დეკემბერი 2019

ქართუმ ლიდერი დაამარცხა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგ სათამაშო დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.

სასტარტო მატჩში ერთმანეთს ბრინჯაოს ლიგის გუნდები, ნაბეღლავი და ბანკი ქართუ დაუპირისპირდნენ. პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. გაგა ბარბაქაძის გოლს „ბანკირების“ რიგებიდან გიორგი ჩიკვილაძემ უპასუხა. იაკობ გოგოლაძემ ქართუ ოცდამესამე წუთზე დააწინაურა, მაგრამ ნიკა ჩალაძემ წონასწორობა აღადგინა. მატჩის ბოლო წამზე ნაბეღლავის ავტოგოლით ბანკი ქართუმ მეტოქე 3:2 დაამარცხა და პირველი ქულები მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი კიკვიძე, ნაბეღლავი: „სამწუხაროა, რომ ბოლო წამზე დავმარცხდით. ამის მიზეზი თითქმის ნახევარი გუნდის ტრავმირებულ მდგომარეობაში ყოფნაა. ეს ჩვენს თამაშს დაეტყო, ვერ ვასწრებდით დაცვაში ჩამოსვლას. მოწინააღმდეგეს ვულოცავ გამარჯვებას და იმედია მალე ისევ ფორმაში ჩავდგებით.“

იაკობ გოგოლაძე, ქართუ: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მოგეხსენებათ, დებიუტანტები ვართ და სასიამოვნოა ასეთ მაღალორგანიზებულ ჩემპიონატში მონაწილეობა. დრო დაგვჭირდა, რომ დარბაზს შევჩვეოდით და შესაბამისი ტაქტიკა შეგვემუშავებინა. დღეს ვიბრძოდით, კარგი თამაში ვაჩვენეთ, და იმედია ასე გავაგრძელებთ.“

დღის განმავლობაში გულშემატკივარი ოქროს, ბრინჯაოს, ვერცხლისა და სუპერლიგის შეხვედრებს იხილავს.



  © SBM, 2016-2024