მაესტრომ პირველი მარცხი არმიასთან იწვნია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე სუპერლიგის შეხვედრებით დასრულდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია პსპ-ს დაუპირისპირდა და 2:0 დამრაცხდა. "ფარმაცევტების" რიგებიდან ორივე გოლი გურამ გოგიჩაიშვილის ანგარიშზეა.
მესამე ტურის სხვა შეხვედრა მაესტროსა და არმიას შორის შედგა. დაძაბული თამაშის პირველი ნახევარი მშრალი ანგარიშით დასრულდა. ერთადერთი გოლი „ძალოვნების“ რიგებიდან ბაკურ ნანეიშვილმა ოცდამეჩვიდმეტე წუთზე გაიტანა და არმიამ მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
თორნიკე ბახტაძე, მაესტრო: „საბოლოო ჯამში, კარგი თამაში გამოვიდა. ბევრი მომენტი გვქონდა. თანაბარი შეხვედრა იყო. გოლი ჩვენი შეცდომის ხარჯზე გავიდა, რაც დასანანია. ჩემი აზრით, დღეს მსაჯების მხრიდან რამდენიმე არაკომპეტენტური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამაც ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა და პირველი ქულებიც დაგვაკარგვინა.“
ბაკურ ნანეიშვილი, არმია: „ძალიან კარგი თამაში იყო. ჩვენი მოწინააღმდეგე გამოცდილი გუნდია. ველოდით ასეთ წინააღმდეგობას. პირველ ნახევარში ბევრი ჯარიმა ავიღეთ, რის გამოც ვერ გავხსენით თამაში. ამას დაემატა კაპიტნის ტრავმაც. შემდეგ უკვე ჩვენი მთავარი უპირატესობა გამოვიყენეთ, რაც ფიზიკურობაში გამოიხატება და გავიმარჯვეთ კიდეც.“
ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე 1-ლ დეკემბერს გაიმართება.